პირი, რომელმაც მცხეთაში, რესტორან მარანი ჰოლში ჰაერში ისროლა, პოლიციას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს. ის კონსტანტინე ნატროშვილია და მომხდარზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს. ფაქტი რესტორანში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ვიდეო კი სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ისვრის ერთ-ერთი სტუმარი ავტომატიდან.  კადრში ასევე ჩანს კიდევ ერთი მამაკაცი, რომელსაც იარაღი აქვს ხელში. რას აღნიშნავენ ახალგაზრდები მარანი ჰოლში ჯერჯერობით უცნობია. დეტალებზე არც რესტორნის დაცვას სურს საუბარი. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი