არავის ეპატიება უკანონობა, ვიქნებით უკიდურესად მკაცრები - რუსთავის მერია თანამშრომლის დაკავებაზე

გამოქვეყნდა:

რუსთავის მერია სამართლებრივ შეფასებას არ აკეთებს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ მათი თანამშრომელი სავარაუდო სამსახურებრივი გადაცდომის ბრალდებით არის დაკავებული, თუმცა ამტკიცებს, რომ გადაცდომას არავის ეპატიება:

"გავრცელებული ინფორმაციით, მერიის მიერ დაფუძნებული ერთ- ერთი შპს-ს თანამშრომლის  სავარაუდო სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყებების მხრიდან საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე  სამართლებრივ შეფასებას ვერ გავაკეთებთ. 
თუმცა, არავის  ეპატიება უკანონობა და გადაცდომა  საჯარო სამსახურში.  
ნებისმიერი სამართლებრივი ნორმის დარღვევევის შემთხვევაში ვიქნებით უკიდურესად მკაცრები და ეს მიდგომა იქნება თითოეული თანამშრომლის  მიმართ თანაბარი. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან." ნათქვამია მერიის განცხადებაში.

სპეცოპერაცია რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე გასულ ღამეს ჩატარდა. მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა საჯარო მოხელე დააკავეს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი