
ქუთაისის ციხეში პატიმარი 24 დღეა შიმშილობს. 39 წლის მსჯავრდადებული, მოსამართლის გადაწყვეტილებას და მისი დაკავების ფორმებს აპროტესტებს.
აკაკი ბოჭორიშვილი კავშირზე ციხიდან გამოვიდა და განაცხადა, რომ დაკავების მომენტში, როცა მას ხელბორკილები ეკეთა, ზესტაფონის რაიონული პოლიციის წარმომადგენლები მას სცემდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
პატიმრის თქმით, სანამ მისი საქმის გადახედვა ხელმეორედ არ მოხდება, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.