
ბათუმში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმისთვის დაკავებული ბაქარ მჟავანაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დაკავებულმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალდება აბსურდულია, მაგრამ დამატებით განმარტება არ გაუკეთებია. დაკავებული სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოსთან ერთად, ელექტრონულ მონიტორინგსაც სთავაზობდა.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ბაქარ მჟავანაძე საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული შეიჭრა. მოლარეს თანხა მოსთხოვა და მძევლების აყვანაც სცადა, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი გაიქცა. მჟავანაძე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე
იხილეთ ასევე: