მცხეთის რესტორანში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისთვის ერთ პირს ბრალი წარედგინა

გამოქვეყნდა:

პროკურატურამ,  მცხეთაში, რესტორან „მარანი ჰოლში“ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. 

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 7 ივნისს, მცხეთაში, რესტორან „მარანი ჰოლში“ სხვის სახელზე რეგისტრირებული „AERO PRECISION X15”-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, კ.ნ.-მ უკანონოდ რამდენჯერმე გაისროლა. 

კ.ნ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი