ბულგარეთის საფეხბურთო კავშირი თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულ ფეხბურთელზე განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბულგარელი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ბულგარეთის საფეხბურთო კავშირი ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი გონზეა და კონტაქტურია. ამავე განცხადების თანახმად, ბულგარეთის ეროვნული ნაკრების ექიმი, ბისერ ბოჩევი თბილისში დარჩება და ფეხბურთელის მდგომარეობას დააკვირდება.

"ტოდორ ნედელევი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციული განყოფილებიდან ნეიროქირურგიულ განყოფილებაში გადაიყვანეს და ის პროფესორ შოთა ინგოროყვას მეთვალყურეობის ქვეშ რჩება"- ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში 11 ივნისს ღამით იმ დროს მოხდა, როდესაც ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელები ორი ავტობუსით სასტუმროსკენ მიემართებოდნენ. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაემორჩილა და მეორეს შეეჯახა. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი