გუშინ ღამით მარნეულის ბაზრობაზე მდებარე სატელეფონო მაღაზია გაქურდეს. მძარცველებმა მაღაზიის მინები ჩაამსხვრიეს და ამ გზით შეაღწიეს ტერიტორიაზე. შემთხვევა დაახლოებით ღამის 3-4 საათზე მოხდა.
მაღაზიის მეპატრონის თქმით, ზარალი დაახლოებით 3-4 ათას ლარს შეადგენს. წაღებულია 15-20 მობილური ტელეფონი და სხვა აქსესუარები. შემთხვევა მაღაზიის კამერებმა დააფიქსირეს. ამჟამად კრიმინალისტები ამოღებულ ჩანაწერებს სწავლობენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით არის დაწყებული.