2 თვის შემდეგ, აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გამოქვეყნდა:

ბათუმში covid-19-ის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ორივე პაციენტი შუახნის მამაკაცია, რომლებიც ტრაილერის მძღოლები არიან და სარფის საბაჟო ბოლო 24 საათის განმავლობაში გადმოკვეთეს.

მათ საბაჟოზე თერმოსკრინინგის დროს ტემპერატურა დაუფიქსირდათ, რის გამოც პირდაპირ ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად კი ორივე მათგანს კოვიდ ინფექცია დაუდასტურდა.

ინფიცირებულები კლინიკა “მედალფაში” იმყოფებიან და მედიკოსების ინფორმაციით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აღსანიშნავია რომ აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა 30 აპრილის შემდეგ დღეს პირველად დაფიქსირდა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი