გაუგებარია კონკრეტულად რა შენიშვნას მაძლევს პრეზიდენტი - ჯაღმაიძე

გამოქვეყნდა:

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის პასუხის პასუხი პრეზიდენტ ზურაბიშვილს - ჯაღმაიძე წერს, რომ მის განცხადებაში პრეზიდენტისადმი უპატივცემულობის განწყობა არ ყოფილა.

"დღეს საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის რანგში, ჩემდამი უკმაყოფილებაა გამოთქმული.

მაკვირვებს საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის პათოსი. ჩემს კომენტარში არც განწყობა, არც რაიმე ნიშანი, პრეზიდენტისადმი პატივისცემის ნაკლულევანებისა არ ყოფილა.

პრეზიდენტის თხოვნის თაობაზე, პატრიარქთან შეხვედრის სურვილის შესახებ, ჩემთვის ცნობილი გახდა ჟურნალისტის ზარის შემდეგ.

დავაზუსტე ამ თხოვნის ფაქტის შესახებ, და ყოველგვარი შეფასების გარეშე ჟურნალისტს გავეცი პასუხი:

- დიახ იყო ასეთი თხოვნა პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ არ მოხერხდა. პრეზიდენტს დღეს სურდა შეხვედრა და არ მოხერხდა. ზოგადად პატრიარქთან შეხვედრა ყოველთვის არ არის შესაძლებელი. დაახლოებით ეს იყო საუბრის შინაარსი. ფაქტს ვერ დავმალავდი და გაუგებარია კონკრეტულად რა შენიშვნას მაძლევს პრეზიდენტი", - წერს ანდრია ჯაღმაიძე.

ცნობისთვის, ანდრია ჯაღმაიძემ დღეს თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს პატრიარქთან შეხვედრა სურდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. მის განცხადებას მალევე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა - "უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენიოს ქვეყნის პატრიარქი და პრეზიდენტი" - დაწერა ზურაბიშვილმა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი