სტიქია გურჯაანში - ჩუმლაყში ატმისა და გარგარის ბაღები დაისეტყვა

გამოქვეყნდა:

სტიქია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში.  

დაახლოებით 20 წუთიანმა გადაუღებელმა სეტყვამ  ფერმერების ნაწილი მნიშვნელოვნად დააზარალა. დასეტყვილია ატმისა და გარგარის ბაღები. სოფლის სავარგულებში ფერმერები ზარალს ამ წუთებში ამოწმებენ.  

,,სეტყვამ დიდი ზარალი მოგვაყენა, დაახლოებით 4 ჰექტარზე გაშენებული ხეხილის ბაღი 95%-ით გამინადგურა. დასეტყვილია როგორც ატამი, ასევე გარგარი.  მზე როგორც გამოანათებს ხეზე შერჩენილი ნაყოფიც ძირს ჩამოიყრება"- ამბობს ადგილობრივი, გია ქიტესაშვილი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ,  რომ ზარალის ზუსტი ოდენობა ხვალ გახდება ცნობილი.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი