თბილისში ტრანსგენდერ ქალებს თავს 20-მდე კაცი დაესხა - დაშავებულია ორი პირი

გამოქვეყნდა:

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე ტრანსგენდერ ქალებს თავს დაესხნენ. "მთავარის" ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი. მათგან ერთი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო დახმარება გაეწია.

"ფორმულასთან" ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ თავდაპირველად პოლიციას მომხდარზე რეაგირება არ ჰქონია.

"სადღაც 20-მდე ბიჭი იყო, რომლებმაც გამოიარეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს რამდენიმე ტრანსგენდერ ქალს. სახეში მომხვდა ძალიან დიდი ქვა...ბოთლის ნატეხები ჰქონდათ, რომლითაც მომაყენეს დაზიანებები სხეულზე", - ყვება ერთ-ერთი დაშავებული "ფორმულასთან".

შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი