ქვემო ქართლში არასრულწლოვანი გოგონას ქორწინების იძულების ბრალდებით მამა დააკავეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქვემო ქართლში არასრულწლოვანი შვილის ქორწინების იძულების ბრალდებით, მამა დააკავეს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებული ა.გ. 2004 წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით, ქორწინებას აიძულებდა.

"გოგონამ აღნიშნულის შესახებ პოლიციას აცნობა. სამართალდამცველებმა მიღებული შეტყობინებისთანავე შესაბამისი საგამოძიებო, ასევე საპროცესო მოქმედებები ჩაატარეს და ა.გ. იმავე დღეს, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გოგონა ამჟამად გადაყვანილია თავშესაფარში, მისი ოჯახის სხვა წევრების მიმართ კი, გამოცემულია შემაკავებელი ორდერები", - აცხადებენ შსს-ში.

ოჯახის წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ქორწინების იძულების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი