საპროტესტო აქცია თერჯოლაში - ხალხი დაკავებული სპორტსმენის მხარდასაჭერად შეიკრიბა; პროტესტის მონაწილეები, ამბობენ, რომ ლაშა დევიძე უკანონოდ არის დაკავებული და მას პოლიციელებმა ავტომობილში იარაღი ჩაუდეს. ახლობლების თქმით, დევიძეს პოლიციამ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 30 მჭიდი ჩაუდო და შემდეგ თითქოს მანქანიდან ამოიღეს.
მათივე მტკიცებით, ასევე არასწორია ბრალდება, თითქოს და მან სამართალდამცველებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თერჯოლის მერიასთან შეკრებილი ადამიანები, შინაგან საქმეთა სამინისტროს უდანაშაულო ადამიანის პატიმრობას ედავებიან.