ჩხოროწყუს სოფელში საზოგადოებრივი ცენტრის შენობა ააფეთქეს - მიზეზი, სავარაუდოდ, ბანკომატის მოპარვაა

გამოქვეყნდა:

ჩხოროწყუს სოფელ ლესიჭინეში საზოგადოებრივი ცენტრის შენობა ააფეთქეს. მიზეზი, სავარაუდოდ, შენობაში არსებული ჩასარიცხი აპარატია, რომლის გაძარცვაც სურდათ.

შენობის წინა ფასადი მთლიანად ჩამოშლილია.

დანაშაული სავარაუდოდ ჯგუფურია. რა გამოიყენეს შენობის ასაფეთქებლად და რა რაოდენობის თანხა წაიღეს მძარცველებმა ამ დროისთვის უცნობია.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ დაკავებული არავინ ჰყავს.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი