რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, 3 ახალგაზრდა კაცი დაჭრეს 

გამოქვეყნდა:

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში 3 ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, სისხლიანი დაპირისპირება ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების მიზეზი.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი