სისხლიანი გარჩევა თბილისში - მოკლულია 27 წლის მამაკაცი. კახა მახარაძეს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით გუშინ ღამე მიაყენეს. გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმა მოკლულის ნათესავმა წინასწარ მოამზადა და თანამზრახველებთან ერთად მას ჩასაფრება საცხოვრებელ სახლთან მოუწყო.
დაზარალებულმა იარაღიდან სროლა მოასწრო და 1 თავდამსხმელი დაჭრა. ის ახლა კლინიკაშია მოთავსებული. გამოძიება ძალადობის ორგანიზების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის მუხლებით მიმდინარეობს.
შსს-მ კი თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 3 პირი დააკავა.