გორში ეკლესია გაქურდეს - დაკავებულია 1 პირი

გამოქვეყნდა:

გორში წმინდა მამა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 2003 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ვ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში წმინდა მამა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი გაქურდა, შესაწირავის 2 ყუთიდან ფული მოიპარა, ასევე, უკანონოდ დაეუფლა სანთლის გაყიდვის შედეგად მიღებულ თანხას", - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი