შეთხზულია, ჩემ შვილზე უნდათ ხელის შეწმენდა - თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის დედა

გამოქვეყნდა:

თბილისში, გლდანის ხევის დასახელბაში 27 წლის კაცის მკვლელობისთვის 3 პირი დააკევს. ზურა მახარაძეს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. გამოძიების ვერსიით, თავდასხმის უკან მოკლულის ნათესავი იდგა, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად ზურა მახარაძეს ჩასაფრება სახლთან მოუწყო.

დაზარალებულმა იარაღიდან სროლა მოასწრო და 1 თავდამსხმელი დაჭრა. ის კლინიკაშია მოთავსებული. დედა ამბობს, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა. დავით მინასოვს წუხელ ბრალიც წარუდგინეს. დაკავებულებს გამოძიება, ძალადობის ორგანიზებას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვასა და შეუტყობინებლობას ედავება. 

"აპარატზეა არავითარი რეაქცია არ აქვს, წამლების ქვეშ არის ბავშვი თვალს თუ დაახამხამებს. მაგას შეუძლიათ მუხლი მიაყენონ?! ჩემ შვილზე უნდათ ხელის შეხოცება და პროკურორს კი არა, ყველას წინააღმდეგ წავალ. სამი თვის გამოსულია [ციხიდან] ახლაც პირობითი ჰქონდა, ჩხუბზე იყო, არ ვიცი რა ზეწოლას ახდენენ, რა უნდათ ჩემი შვილისგან ვერ გავიგეთ. ყველაფერი შეთხზულია", - ამბობს ბრალდებულ დავით მინასოვის დედა.

 ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ბრალდებულს მომხდართან კავშირი არ აქვს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი