
ვენეციის კომისია უმწვავეს დასკვნას აქვეყნებს და საქართველოს ხელისუფლების მიერ დაჩქარებული წესით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ერთპიროვნულად დამტკიცებულ ცვლილებებს აკრიტიკებს. კომისია პირდაპირ წერს, რომ ამ ცვლილებების მოტივები და შედეგები, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ქართული სასამართლო სისტემის მიმართ ნდობას კიდევ უფრო ამცირებს.
კომისია შეშფოთებულია იმის გამოც, რომ ქართულმა ოცნებამ კანონპროექტი საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მესამე სექტორთან და ოპოზიციასთან კონსულტაციების გარეშე მიიღო.
პარალელურად, დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სასამართლო კლანის ერთ ერთი ლიდერისთვის მიხეილ ჩინჩალაძისთვის პოსტზე ხელახლა დანიშვნის საკითხზე უნდა ემსჯელა, თუმცა მას შემდეგ რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქციაა დააანონსეს, სხდომა გადაიდო.