
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მის საცხოვრებელ სახლში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ინახავდა დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების, უცხოური წარმოების უაქციზო ალკოჰოლურ სასმელს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 7 869 ლარის ღირებულების უაქციზო სასმელი.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.