ბათუმის სტადიონზე პოლიციელებმა მოქალაქეზე იძალადეს - ბიჭი მათ წინააღმდეგობას არ უწევდა

გამოქვეყნდა:

ონლაინ მედია "მაუწყებელი" ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ ბათუმის სტადიონზე პოლიციელები მოქალაქეს დამამცირებლად მოექცნენ და ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანეს ადგილიდან. შემთხვევა 21 ივნისს მოხდა, როცა ბათუმის "დინამო" ქუთაისის "ტორპედოს" ხვდებოდა. 

ვიდეოში ჩანს, რომ ბიჭს, რომელიც, სავარაუდოდ, არასრულწლოვანია ორი პოლიციელი დამამცირებლად ეხება, თმაში ქაჩავს, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი მათ წინააღმდეგობას არ უწევს. ისმის ფრაზა "გაათრიეთ აქედან".

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში "ბათუმელებს" უთხრეს, რომ  პირის იდენტიფიცირებაზე დაიწყეს მუშაობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი