ქალს, რომელსაც მეგობარმა მამაკაცმა ცეცხლი წაუკიდა, სხეულის 37%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული

გამოქვეყნდა:

ქალს, რომელსაც მეგობარმა ბიჭმა ცეცხლი წაუკიდა, სხეულის მძიმე დამწვრობა აქვს მიღებული. უცნობია, რასთან დაკავშირებით მოხდა მათ შორის უსიამოვნება, თუმცა არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა მას ჯერ სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.

დაზარალებულის მეზობლები ამბობენ, რომ იყო საშიშროება ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსებზეც გადასულიყო. როგორც ისინი ყვებიან, ცეცხლის ჩაქრობა საკუთარი ძალებით მოახერხეს. 

23 წლის ქალი ამჟამად დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მას სხეულის 37% აქვს დამწვარი. როგორც ექიმები ამბობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური, თუმცა საყურადღებოა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 24 წლის მამაკაცი უკვე დააკავა. მას გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი