ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე - ერთმანეთს "ბეემვესა" და "ოპელის" მარკის, საპირისპიროდ მოძრავი ავტომანქანები შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავდნენ ავტომობილებში მსხდომი პირები. დაშავებულია მოტოციკლის მძღოლიც, რომელსაც ერთ-ერთი ავტომანქანა დაეჯახა. ყველა დაშავებული კლინიკებში გადაიყვანეს.
ავტოავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. მძღოლი დაკითხვაზეა გადაყვანილი.