ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებული შემთხვევები - სამოქალაქო სექტორი სისტემურ ცვლილებებს ითხოვს

გამოქვეყნდა:

ქალთა მიმართ ძალადობისა და სისასტიკის გახშირებული ფაქტები - ეს უკვე არა მხოლოდ კრიმინალი, არამედ სოციალური პრობლემაა, რომელსაც სახელმწიფო სისტემატურად უნდა ებრძოდეს.

ქალთა უბლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებენ. ისინი განათლების სისტემაში ცვლილებების აუცილებლობაზეც საუბრობენ.

"საფარის" აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია ამბობს, რომ მსგავში შემთხვევების გახშირება საზოგადოების მენტალიტეტის შედეგია, რომლის მიხედვითაც ქალს არ აქვს მამაკაცისთვის უარის თქმის უფლება.

მხოლოდ მას შემდეგ ერევა სახელმწიფო, როდესაც ძალიან მძიმე დანაშაული არის სახეზე და იქ უკვე ბევრის გაკეთება და მსხვერპლის გადარჩენა ხშირად შეუძლებელია, - აღნიშნავს პატარაია.

ცოტა ხნის წინ, ამავე თემაზე განცხადება ომბუდსმენის აპარატშიც გაკეთდა. ისინი საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობას 5 წლის მანძილზე იკვლევდნენ და დაადგინეს, რომ ქალებზე ძალადობა უმეტესად ოჯახურ გარემოში ხორციელდება მეუღლეების, ყოფილი მეუღლეების ან პარტნიორების მხრიდან. სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ მსგავსი სტატისტიკა ოჯახის ინსტიტუტისთვის საგანგაშოა.

ჩვენი შესწავლა მიუთითებს, რომ კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება შემთხვევების პრევენცია. ხშირ შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყება არ არის ინფორმირებული ძალადობის წინა ისტორიის შესახებ, - განმარტავს დარგის ერთ-ერთი ექსპერტი.

ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სისტემური მიდგომები და რეფორმები განათლებაში.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი