ლევან კაჭარავას მკვლელობა თბილისში - 20-ზე მეტი გასროლა და 2 დაჭრილი | ახალი დეტალები 

გამოქვეყნდა:

შეიარაღებული თავდასხმა და სისხლიანი ანგარიშსწორება წყნეთის გზაზე. მოკლულია ცნობილი ბიზნესმენი ლევან კაჭარავა, რომელსაც საზოგადოება " ტილიკას" მეტსახელით იცნობს.

"სილქ როუდ ჯგუფის" თანადამფუძნებელი ავტომობილში ჩაცხრილეს. მანქანის მიმართულებით გასროლილია 20 მეტმა ტყვია. კაჭარავა ადგილზე დაიღუპა. 2 ადამიანი კი დაიჭრა. კადრებში რომელიც "მთავარმა არხმა" მოიპოვა ჩანს, რომ "ტოიოტა კამერის" ავტომობილი მარჯვენა მხარე,  სადაც ბიზნესმენი იჯდა, დაცხრილულია.

საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს ორ ადგილზე - ერთი უშუალოდ მანქანაში, რომელშიც მოკლეს ბიზნესმენი და მეორე- წყნეთის გზაზე შემაღლებული ფერდობი, საიდანაც, სავარაუდოდ, იმყოფებოდა თავდამსხმელი. 

თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, კარგად იცოდა ბიზნესმენის გადაადგილების ტრაექტორია, ტერიტორიაზე არც სათვალთვალო კამერებია და არც პუნქტები, შესაბამისად ადამიანები იქ ფეხით არ გადაადგილდებიან. 

ჯერჯერობით უცნობია სად მიდის კვალი და ვინ დგას მკვლელობის უკან. ვრცელდება ვერსია, რომ ჩაცხრილვა ბიზნესმენის საქმიანობას უკავშირდება. მეორე ვერსიით კი ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა.  თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა და "მთავარის" ინფორმაციით, ეს პირი შსს-ს იდენტიფიცირებული არ ჰყავს. 

ბოლო წლებში ლევან კაჭარავა საფრანგეთში ცხოვრობდა და ბიზნესიც საზღვარგარეთ ჰქონდა. ის საქართველოში 1 კვირის წინ დაბრუნდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა, დაშავებული არ არის და ის უკვე გადაყვანილია გამოსაკითხად. 

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა ტარების მუხლით მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი