ისანში, ე.წ. ზეემკას დასახლებაში გვიან ღამით სამი ადამიანი დაჭრეს. დაშავებულებს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები თავდაპირველად ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არავინ დაუკავებია. გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.