ერთ-ერთი ვერსიით, ლევან კაჭარავას მკვლელობა სავარაუდოდ, ნიკო კვარაცხელიას მამამ დაუკვეთა

გამოქვეყნდა:

ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის მოტივზე სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, კაჭარავას მკვლელობა სავარაუდოდ, რამდენიმე თვის წინ მოკლული ნიკო კვარაცხელიას მამამ დაუკვეთა. ჟურნალისტები საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ კაჭარავა კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდადებულებს, აკო ჭელიძესა და გიორგი კაველაძეს მფარველობდა. 

რაც შეეხება მოტივის სხვა ვერსიას, "მთავარი არხის" ინფორმაციით, საქმე ეხება რამდენიმე წლის წინ ყაზახეთში მომხდარ ამბავს, როდესაც ლევან კაჭარავა მის ყოფილ ბიზნესპარტნიორებს დაუპირისპირდა. 

ოფიციალური  მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია. ოჯახი კი ამბობს, რომ მკვლელობა, სავარაუდოდ, უცხოეთიდან დაუკვეთეს.

ლევან კაჭარავა გუშინ, 24 ივნისს წყნეთის გზატკეცილზე საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. სავარაუდოდ მას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. პოლიციას დამნაშავე ჯერ იდენტიფიცირებული და დაკავებული არ ჰყავს. არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელმა კარგად იცოდა ბიზნესმენის გადაადგილების მარშრუტი და მას ჩასაფრება ისეთ ადგილზე მოუწყო, სადაც არც შენობებია და არც გარე სათვალთვალო კამერები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი