ჭავჭავაძის 50-ში ამბობენ, რომ სარდაფის მესაკუთრე კორპუსის საყრდენ კედელს შლის

გამოქვეყნდა:

"ნუ გაიმეორებთ ბათუმის ტრაგედიას" - ჭავჭავაძის 50 ნომერში მცხოვრებლები კორპუსის სარდაფის სარემონტო სამუშაოებს აპროტესტებენ. ადგილობრივების განცხადებით, ფართის მესაკუთრე ორი კვირაა საყრდენ კედელს შლის. 

ისინი ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საყრდენი კედლის დაზიანება გაგრძელდება  ცხოვრება იქ უსაფრთხო აღარ იქნება. მშენებლობის შესაჩერებლად ადგილობრივებმა პოლიცია და მუნიციპალური სამსახური გამოიძახეს. მერიის სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფართის მესაკუთრეს  მშენებლობის ნებართვა აქვს და სამუშაოებს კანონიერად აწარმოებს, შესაბამისად იქ მცხოვრებ ადამიანებს საფრთხე არ ემუქრებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი