მკვლელობა თუ დაუდევრობით გარდაცვლილი ახალგაზრდა - გიორგი შაქარაშვილის საქმეში მთავარი კითხვა ისევ პასუხგაუცემელია. კითხვები აქვთ საქმეში ჩართულ ადვოკატებსაც.
ძიუდოში ევროპის ჩემპიონის გიგა ტატიაშვილის ადვოკატი, პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში არსებულ დროის უზუსტობაზე საუბრობს. გიორგი ყიფშიძეს აინტერესებს, რატომ არის ინციდენტში მონაწილე პირების ჩვენებები შეცვლილი და რატომ ქრება დანაშაულის ნიშნები განმეორებითი დაკითხვების დროს.
დაკითხვის ყველა ფურცელზე ჩანს, რომ ერთ ეტაპზე გამოკვეთილია დანაშაული, მერე ამ დანაშაულის ნელ-ნელა ამოჭრა და ამოღება ხდება თვითონ ყველა შემდგომ ოქმში. ჩვენ საქმე ჩაგვბარდა ღამე, დილით იყო პროცესი. ასევე ჩაბარდა მოსამართლეს, არც მოსამართლემ იცის საქმის დეტალები, არც ჩვენ. გადაწყვეტილებას პირდაპირ ღებულობს, აპატიმრებს სულ ყველას, არც კითხულობს, რას და რისთვის, - ამბობს იგი.
დაკავებული რაგბისტების ადვოკატი კი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფების დანაშაული გამორიცხულია და მათ ამ ეტაპზეც წარმოუდენელი ბრალი აქვთ წარდგენილი.
სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ იქნება, მყარი არგუმენტები გვაქვს და კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ აღნიშნულ დანაშაულთან მიმართ არის ნულის ტოლი, - აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.