იმედი გვაქვს, ლევან კაჭარავას მკვლელობა გამოძიებული იქნება და დამნაშავეები ჯეროვნად დაისჯებიან - სილქ როუდ ჯგუფი

გამოქვეყნდა:

სილქ როუდ ჯგუფი ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.

კომპანია იმედს გამოთქვამს, რომ მკვლელობა გამოძიებული იქნება და დამნაშავეები ჯეროვნად დაისჯებიან.

"ღრმა მწუხარებით ვეხმიანებით ლევან კაჭარავას ტრაგიკული დაღუპვის ამბავს და ვიზიარებთ ლევანის ოჯახის მწუხარებას.

ლევანი სილქ როუდ ჯგუფის დასაბამიდან იყო ჩვენთან, როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრი. 2006 წლიდან ლევანმა სილქ როუდ ჯგუფისგან დამოუკიდებლად გააგრძელა წარმატებული ბიზნეს საქმიანობა.

ლევანი იყო ჩვენი ძვირფასი მეგობარი და უაღრესად ღირსეული ადამიანი.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ლევანის მკვლელობა გამოძიებული იქნება და დამნაშავეები ჯეროვნად დაისჯებიან", - ნათქვამია განცხადებაში.

ლევან კაჭარავა 24 ივნისს, წყნეთის გზატკეცილზე საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. სავარაუდოდ მას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. პოლიციას დამნაშავე ჯერ იდენტიფიცირებული და დაკავებული არ ჰყავს. არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელმა კარგად იცოდა ბიზნესმენის გადაადგილების მარშრუტი და მას ჩასაფრება ისეთ ადგილზე მოუწყო, სადაც არც შენობებია და არც გარე სათვალთვალო კამერები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი