გორში მამაკაცი საკუთარმა მდგმურმა სასიკვდილოდ დაჭრა

გამოქვეყნდა:

გორში 40 წელს გადაცილებული მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, მას დანით ჭრილობა მდგმურმა მიაყენა. შემთხვევევა იმ დროს მოხდა, როდესაც ოჯახის სხვა წევრებს ეძინათ. მდგმურიც და ოჯახის წევრები ერთ სახლში ცხოვრობდნენ.

გარდაცვლილი სამართალდამცავი დავით სვიანაძეა, რომელიც გორში, ბერუაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. მეზობლების თქმით, საზარელ ინციდენტში, რომელსაც სვიანაძის სიკვდილი მოჰყვა, ის უცხო ქვეყნის მოქალაქეები მონაწილეობდნენ, რომლებიც ამ სახლში რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

ბრალდებულს პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში ქალაქში ეძებდა. რეიდები გორის ყველა გასასვლელში მოეწყო. ჩხრეკდნენ ავტომანქანებს. ამჟამად სამართალდამცავებმა მხოლოდ ერთი, თურქეთის მოქალაქე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი