კოკა მორგოშია და ზურაბ მახარაძე პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს

გამოქვეყნდა:

ძალადობრივი "ალტ-ინფოს" ლიდერები, კოკა მორგოშია და ზურაბ მახარაძე პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. თემა, სავარაუდოდ, მათი მხრიდან "თბილისი პრაიდის" მისამართით მუქარაა. 

"როგორც მე მითხრეს, "თბილისი პრაიდმა" და დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა შეიტანეს საჩივარი, წარმოდგენილია ჩვენი პარტიის ლიდერების პოსტები, განცხადებები, გადაცემებიდან ამონარიდები და სწორედ ამ განცხადებებთან და ამონარიდებთან დაკავშირებით იყო კონკრეტული კითხვები, რაზეც ჩემი მხრიდან მიიღეს ამომწურავი პასუხი", - ამბობს კოკა მორგოშია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულზე დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. უწყებამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მიიღებენ ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნას "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება. შსს პრაიდ კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს მოუწოდებს დაიცვან კანონი.

ცნობისთვის, ძალადობრივი ჯგუფები იმუქრებიან, რომ პრაიდის მიერ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ დახურულ ღონისძიებებს ჩაშლიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი