იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიხეილ ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩია

გამოქვეყნდა:

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ერთხმად ისევ მიხეილ ჩინჩალაძე 
აირჩია. ცნობილია, რომ ის ამ პოსტზე 5 წლის ვადით დაინიშნება. 

ამ საკითხს უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:

ალბათ გაინტერესებთ როგორ ტარდება კონსულტაციები ჩინჩალაძეის დანიშვნაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 5 წლის ვადით?

საბჭოს სხდომაზე ონლაინ ჩაერთო დარბაზში შეკრებილი უამრავი მოსამართლე და გამოვიდნენ ჩინჩალაძის მხარდამჭერი სიტყვით. ძირითადი არგუმენტები იხ. ქვემოთ.

ირაკლი შენგელია:

თუ ვინმე უნდა იყოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მაშინ მიხეილ ჩინჩალაძე

სრულად გამართულად მუშაობდა სასამართლო მისი თავმჯდომარეობის დროს, ერთი შეფერხებაც კი არ ყოფილა

დიმიტრი გვრიტიშვილი:

ვეთანხმები ბატონ ირაკლის, მიხეილ ჩინჩალაძე არის ღირსეული კანდიდატურა, სათანადო უნარებით აღჭურვილი.

კოლექტივში არის ჯანსაღი და საქმიანი სიტუაცია

თუ ინფრასტრუქტურის პრობლემა წარმოიშვება მყისიერად გვარდება, მენეჯმენტი მართლაც გამართულია

მამისეიშვილი:

დაახლოებით 10 თვეა აქ ვმუშაობ

აღფრთივანებული ვარ

სხვა ალტერნატივა არ არის

ბუგიანიშვილი:

სრულად მხარს ვუჭერ

ტყავაძე:

მეც მხარს ვუჭერ, წლებია ვიცნობ

სასამართლოში გავიცანი

მისი უნარები ვიცი

სასამართლოს აპარატი გამართულად მუშაობს

ჯეირანაშვილი:

მხარს ვუჭერ

დიდი დამსახურება აქვს

ლაშა თავართქილაძე:

მართლაც ღირსეული კანდიდატია

კიდევ გააგრძელებს ღირსეულ საქმიანობას, თქვენი მხარდამჭერის შემთხვევაში

მარიამ ცისკაძე:

ხმა არ ისმოდა ნორმალურად რა თქვა, მაგრამ ჩინჩალაძეს მხარს უჭერს.

ასევე, მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდა ლავრენტი მაღლაკელიძე.

განსხვავებული აზრი არ ყოფილა, - წერს ის. 

ცნობისთვის, მიხეილ ჩინჩალაძე ერთ-ერთი ის მოსამართლეა, რომელიც, ოპოზიციის თქმით, უნდა დასანქცირდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი