გორში პოლიციელი საკუთარ სახლში მოკლეს

გამოქვეყნდა:

გორში პოლიციელი მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცს  დანით ჭრილობა საკუთარმა მდგმურმა მიაყენა, რომელიც, დაღუპული დავით სვიანაძის მეზობლების თქმით, თურქეთის მოქალაქეა.

პოლიცია დამნაშავეს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდა. რეიდები ქალაქის ყველა გასასვლელში მოეწყო. 

შსს-ს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია და ოფიციალური ინფორმაცია ბრალდებულის დაკავების შესახებ არ არსებობს. თუმცა მოკლული პოლიციელის მეზობლები ამბობენ, რომ დაკავებულია თურქეთის ერთი მოქალაქე. 

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი