გორში მოკლულ პოლიციელს თავს ის მდგმური დაესხა, ვიზეც სამართალდამცავის ოჯახი ბინას აქირავებდა. ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა. ინციდენტის დროს ოჯახის სხვა წევრებს ეძინათ.
დავით სვიანაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 30 წლის თურქეთის მოქალაქე დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მკვლელობის მოტივზე არაფერს ამბობს. დაკავებული უკვე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
საზარელი ინციდენტის შემდეგ, დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
მოკლული პოლიციელი შინაგან საქმეთა სამინისტროში წლების განმავლობაში მუშაობდა.
დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მითვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე, სავარაუდოდ, სასამართლო ხვალ იმსჯელებს.