პროკურატურამ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, რუსთავის საკრებულოს წევრს ბრალდება წარუდგინა

გამოქვეყნდა:

პროკურატურამ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე  რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია საუბარი:

"საქართველოს პროკურატურამ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, ვ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 ივნისს, ქ. რუსთავში, ვ.მ.-მ ორ პირთან ერთად, ზ.ვ.-სთან წარსულში არსებული უთანხმოების გამო, მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
 
ვ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) წარედგინა.

საქართველოს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს" - წერია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი