
ძალადობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ სცემს სავარაუდოდ ეთნიკურად აზერბაიჯანელ ასაკოვან კაცს 4 ახალგაზრდა.
ცემის გარდა ადგილი აქვს სექსუალურ ძალადობასაც. ისმის ხმაც, როგორ ითხოვს მოხუცი შველას. არსებული ინფორმაციით, ოთხივე მოძალადე დაკავებულია. კადრები სოციალურ ქსელში თავად მოძალადეებმა გაავრცელეს.
ავტორი: ია გულიაშვილი