"მოქალაქეს 5 000 დოლარის სანაცვლოდ საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებას ჰპირდებოდა" - საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

გამოქვეყნდა:

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაუკავშირდა ერთ-ერთ პირს და დაარწმუნა იგი, რომ თანხის სანაცვლოდ საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე დაასაქმებდა.

"აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს გამოართვა 5 000 აშშ დოლარი, რა დროსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ მოხდა მისი დაკავება", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი