რუსი მესაზღვრეების მიერ 13 ივნისს ყადორის მთაზე დაკავებული მწყემსი საქართველოში დააბრუნეს

გამოქვეყნდა:

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში მცხოვრები მწყემსი, რომელიც რუსმა მესაზღვრეებმა  13 ივნისს დააკავეს, საქართველოში დააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაცია ოჯახს უკვე მიაწოდეს.

23 წლის დავით ვარდოშვილი სამშობლოში გვიან ღამით გადმოიყვანეს. ის პროტოკოლის შესაბამისად, გუდაურის საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული.

დათო ვარდოშვილი რუსმა მესაზღვრეებმა 13 ივნისს, ყადორის მთაზე, საქონლის მწყემსვისას საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. 

მოლაპარაკებებში რამდენიმე უწყება იყო ჩართული. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ამ ინციდენტით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც გატაცების დეტალების გარკვევა "მთავარმა არხმა" დაიწყო. 

ავტორი: ია გულიაშვილი. 

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი