2008 წლის აგვისტოს ომის საქმე - ჰააგამ 3 პირის დაკავების ორდერების საჯარო ვერსიები გამოაქვეყნა

გამოქვეყნდა:

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ საქართველოს საქმეზე სამი პირის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამი მაღალჩინოსნის, მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვის და დავიდ სანაკოევის დაკავების ორდერების საჯარო ვერსიები გამოაქვეყნა.

წინასასამართლო პალატამ, დააკმაყოფილა პროკურორის  2022 წლის 10 მარტის შუამდგომლობა, გაეცათ დაკავების ორდერი და დაასკვნა, რომ არსებობს გონივრული საფუძველი, რომ ეჭვმიტანილებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა ომის დანაშაულების ჩადენაში.

დაკავების ორდერები უკავშირდება მათ ქმედებას 2008 წლის აგვისტოში, საქართველოში, რუსეთის აგრესიას.

პალატის მითითებით, ეჭვმიტანილები უნდა დააკავონ და ეს თხოვნა შესაბამისი ქვეყნის ხელისუფლებას ან ნებისმიერ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას უნდა გადაეცეს აღსრულებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი