საგამოძიებო სამსახურმა თქვა, რომ ეს საქმე მათი ქვემდებარე არ არის - ნოდარ მელაძე ვატო წერეთელზე თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, ვატო წერეთელზე თავდასხმის ფაქტის შესწავლაზე საგამოძიებო სამსახურმა უარი თქვა: 

"გუშინ, აშშ-ს საელჩოში მომხდარი ამ მძიმე ინციდენტის შემდეგ, მედიაკოალიციის წარმომადგენელმა ნათია კაპანაძე, რომელიც იმყოფებდა იმ ტერიტორიაზე, მყისიერად დაუკავშირდა საგამოძიებო სამსახურს , შეატყობინა მომხდარს შესახებ და სთხოვა, რომ დაეწყოთ შესაბამისი მოქმედებები, მათ თქვეს, რომ ეს საქმე მათი ქვემდებარე არ არის." თქვა ნოდარ მელაძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" ჩართვისას

თავდასხმაში ანრი ოხანაშვილის გარდა "ოცნების" დეპუტატი ლევან მგალობლიშვილიც მონაწილეობდა, რასაც ნოდარ მელაძე სავარაუდო დანაშაულებრივ სქემას უკავშირებს, რომელშიც მისივე ინფორმაციით, მგალობლიშვილია ჩართული. 

"ლევან მგალობლიშვილის თავდასხმას ვატო წერეთელზე მე პირადად ვუკავშირებ შაბათის ეთერის გამოძიებას მის საქმიანობასთან დაკავშირებით. ჩვენმა გუნდმა აღმოაჩინა რომ თბილისის ცენტრში სტრიპტიზ კლუბების ფართებს ფლობს ლევან მგალობლიშვილი. საუბარია კლუბებზე, სადაც ადგილი შეიძლება ჰქონდეს კანონის მიღმა მოქმედებებს და ეს ჩვენ ჩანაწერებით დავადასტურეთ" ამბობს მელაძე "დღის სტუმრის" ეთერში.  

ტვ პირველის დამფუძნებელს, ვატო წერეთელს ქართული ოცნების დეპუტატები თავს აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე, გუშინ, 30 ივნისს, საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დაესხნენ. ინციდენტში ანრი ოხანაშვილის გარდა მონაწილეობდნენ ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი, თუმცა როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, ოდიშარია და ზარქუა კონფლიქტის განმუხტვას ცდილობდნენ.  

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი