ბოლნისის სასამართლომ ბათილად ცნო და დისკრიმინაციად მიიჩნია მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ადგილობრივი ეპარქიის დაფინანსება

გამოქვეყნდა:

ბოლნისის საქალაქო სასამართლომ, ადგილობრივი მერიის მხრიდან, ჰუჯაბისა და მარნეულის ეპარქიის დაფინანსება გააუქმა.

მოსამართლემ თითქმის 2 წლიანი დავის შემდეგ, დააკმაყოფილა სრულიად საქართველოს  მუსლიმთა  სამმართველოსა და სამოქალაქო  აქტივისტ სამირა ბაირამოვას სარჩელი. 

სასამართლომ ბათილად ცნო და დისკრიმინაციად მიიჩნია მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ადგილობრივი ეპარქიის დაფინანსება. 

ჰუჯაბისა და მარნეულის ეპარქია მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან  400 000 ლარის ოდენობით ფინანსდებოდა, ხოლო სხვა რელიგიური ორგანიზაციები, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა წარმოადგენს, საერთოდ ვერ იღებდა დაფინანსებას.

სამირა ბაირამოვამ მარნეულის მერიის წინააღმდეგ სარჩელი დისკრიმინაციული მიდგომის მოტივით შეიტანა. ამბობს, რომ იმის გამო, რომ ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისედაც ფინანსდება, ამიტომაც დამატებით ადგილობრივი ბიუჯეტით აღარ უნდა დაფინანსებულიყო. მისივე თქმით, ჯობია რასაც ეკლესიას ადგილობრივი ბიუჯეტიდან აძლევენ, ეს თანხა სხვა ადამიანებზე დაიხარჯოს, მაგალითად შშმ პირებზე.

"დღეს გავიგეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ ბოლნისის საქალაქო სასამართლოსგან. 
სასამართლომ ბათილად ცნო და დისკრიმინაციად მიიჩნია მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ადგილობრივი ეპარქიის დაფინანსება. 
ამ წელს (ისევე როგორც წინა წლებში) ჰუჯაბისა და მარნეულის ეპარქია მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან იღებდა დაფინანსებას 400 000 ლარის ოდენობით. სხვა რელიგიური ორგანიზაციები კი, მათ შორის, ისლამური ორგანიზაციები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ საერთოდ არ იღებდნენ დაფინანსებას. 
ალბათ კარგად გახსოვთ, რომ ჩვენს ამ სასამართლო დავას, რომელიც 2019 წელს დავიწყეთ დიდი წინააღმდეგობა მოყვა ადგილობრივი ეპარქიის მხრიდან და იყო უპასუხისმგებლო კამპანია თითქოს ჩვენ ვასაჩივრებთ მარნეულის სოფლებში ჯვრების აღმართვას, რაც იმთავითვე ავხსენით, რომ დაუსაბუთებელი პროვოკაცია იყო სარჩელის და ჩვენს წინააღმდეგ. 
ჩვენი მიზანია, რომ საჯარო რესურსები სეკულარული საჯარო მიზნებისთვის იხარჯებოდეს და სახელმწიფო პოლიტიკა გათავისუფლდეს რელიგიურ ორგანიზაციებს და ჯგუფებს შორის იერარქიზებისგან და უთანასწორობისგან. 
ამ გადაწყვეტილებას ვფიქრობ პრეცედენტული მნიშვნელობა ექნება სხვა მუნიციპალიტეტებში მსგავსი დისკრიმინაციული და არასეკულარული პრაქტიკების აღმოფხვრისთვის. 
როგორც იცით, საბიუჯეტო დაფინანსების მიღმა, საპატრიარქო სარეზერვო ფონდებიდან და ადგილობრივი თვითმმართველობების ისედაც მცირე ბიუჯეტებიდან ხშირად იღებს დამატებით დაფინანსებებს (წლიურად თვითმმართველობებიდან დაფინანსება 3-4 მილიონს აღწევს ხოლმე). ცხადია, რომ ამგვარ პრაქტიკას იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები ცხოვროვენ დამატებითი სოციალური და კულტურული უსამართლობების კონტექსტი აქვს. ასე არის მარნეულის მუნიციპალიტეტშიც.

ამ საქმეს Samira Bayramova და  Seyid Mirtagi Asadov სახელით ვაწარმოებდით და მათ მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ამ გამბედაობისთვის და მოთმინებისთვის! 
დიდი მადლობა ჩვენს შესანიშნავ ადვოკატებს Tatia Kacharava და Keti Chutlashvili ასევე მ. აღაპიშვილი Davit Berdzuli 
სასამართლო გადაწყვეტილების ტექსტი როგორც კი გვექნება, უფრო ვრცელ შეფასებებს შემოგთავაზებთ." წერს ფეისბუქზე თამთა მიქელაძე, "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" დირექტორი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი