თავდასხმებზე პასუხისმგებლობას "ოცნების" ოფისს ვაკისრებთ - სტუდენტები შსს-ს ქმედითი ნაბიჯებს ელოდებიან

გამოქვეყნდა:

სტუდენტები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს მიმართავენ. კამპანია "შინ ევროპისკენ" ფარგლებში თავდასხმების გამო დაზარალებული ახალგაზრდები საელჩოებს მოუწოდებენ დააკვირდნენ მიმდინარე ძალადობრივ პროცესს, რომელსაც მათი მტკიცებით, "ოცნება" აორგანიზებს.

ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

"წინასაგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია და ველოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ქმედით ნაბიჯებს. აქვე მინდა ვთქვა, თითოეულ დაზიანებას რომელიც მიიღეს ჩვენმა წევრებმა "ქართული ოცნების" წევრების მიერ, ვაკისრებთ პასუხისმგებლობას "ქართული ოცნების" მთავარ ოფისს, რადგან ეს იყო კარგად დაგეგმილი, ორგანიზებული პროვოკაცია და ვერავინ დაგვაჯერებს, რომ ეს ყველაფერი არ იყო შეთანხმებული მთავარ ოფისთან", - ამბობს სტუდენტი, ლუკა ჭოხონელიძე. 

სტუდენტები ამბობენ, რომ შსს-ს მოძალადეების დაკავება ამ დრომდეც შეეძლო და იმედი არ აქვთ, რომ გამოძიება ლოგიკური შედეგით დასრულდება.

ადვოკატი ითხოვს მუხლი ჯგუფურ ძალადობად გადაკვალიფიცირდეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი