"მთავარი არხის" ინფორმაციით, წალენჯიხაში პოლიციელმა მოქალაქე დაჭრა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, წალენჯიხაში პოლიციელმა მოქალაქე დაჭრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ოჭანეშის უბანში მოხდა. არსებული ინფორმაციით, გ.კ. ფეხშია დაჭრილი. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება და ჯერ ადგილობრივ საავადმყოფოში, ხოლო შემდეგ, ოჯახის გადაწყვეტილებით, ქუთაისში გადაიყვანეს.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტს ძლიერი ტკივილი ჰქონდა, დაკარგა დიდი რაოდენობით სისხლი. თუმცა იყო კონტაქტური. იმის გამო, რომ მისი მდგომარეობა ადგილზე საგანგაშო იყო, ექიმებმა საავადმყოფოში მისვლა მანქანით ურჩიეს, რადგან რეანომობილის მისვლას, მათი თქმით, დიდი დრო დასჭირდებოდა.

ოჯახი კი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, შესაბამისად სხვა დეტალები უცნობია.

რაც შეეხება სამართალდამცველს, ის მოქმედი პოლიციელია და ერთ-ერთი ინფორმაციით, ინციდენტში მისი ძმაც მონაწილეობდა. უცნობია, შემთხვევის დროს სამართალდამცველი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა თუ არა და გაისროლა თუ არა სამსახურებრივი იარაღით. 

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია, ჩართულია პროკურატურაც. 

"სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას",- წერს უწყება. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი