ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მეზობლების თქმით, ქალი ნაქირავებ ბინაში იყო, როდესაც ყვირილის ხმა გაიგეს, ადგილზე მისულებს კი ქალის ცხედარი დახვდათ.
“შემზარავი ხმა მოგვესმა, ზემოთ რომ ავედით, გვითხრეს, ქმარმა ცოლი მოკლაო", – თქვა მეზობელმა.
მკვლელობა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყეს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.