კაცი, რომელმაც ქუთაისში ყოფილი ცოლი მოკლა, პოლიციის მისვლამდე მეზობლებმა ბინაში ჩაკეტეს | ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

ქალი, რომელიც გუშინ ქუთაისში ყოფილმა ქმარმა მოკლა, 36 წლის თინათინ ტურაბელიძეა. მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ბინა ნაქირავები ჰქონდა და იქ შვილთან ერთად ცხოვრობდა.

მასთან გუშინ ყოფილი ქმარი მივიდა, რის შემდეგაც მეზობლებმა ყვირილის ხმა გაიგეს, თუმცა ბინის კარი არავინ გაუღოთ.

ამის გამო, მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს, სამართალდამცველების მისვლამდე კი კაცი ბინაში ჩაკეტეს. პოლიციამ ის ადგილზე დააკავა.

"სახლში ჩაკეტეს. მეზობელია პოლიციის თანამშრომელი, მან იაქტიურა და დაკეტა ყველაფერი. იქედან მეზობლები დადგნენ, რომ აივნიდან არ გადასულიყო. მეზობლების დახმარებით დაიჭირეს", - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი