მოძალადე სისტემა | გახმაურებული მკვლელობები და ყოველდღიურად ჩადენილი მძიმე დანაშაულები

გამოქვეყნდა:

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ხვალ აქციაზე გავლენ, იმ მოძალადე სისტემის შეცვლაა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შექმნა. სამართლინობის აღდგენის დაპირებით მოსული გუნდი წლების განმავლობაში თავად იქცა მოძალადედ და კრიმინალების მფარველად.

დღე არ გავა მძიმე დანაშაულის შესახებ რომ არ შევიტყოთ. მაგალითად, დღეს ქუთაისში 36 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა. ახალგაზრდა ქალი გაშორების შემდეგ ნაქირავებ ბინაში შვილთან ერთად ცხოვრობდა. მოძალადე კაცი სწორედ იქ დაესხა თავს ყოფილ მეუღლეს. ჯერ ეჩხუბა, შემდეგ კი მოკლა.

წალენჯიხაში კი მოქალაქე პოლიციელმა დაჭრა. არსებული ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი ძველი კონფლიქტია, რომელიც მოქმედ სამართალდამცველს სუფრაზე გაახსენდა. ამ დანაშაულის ობიექტური გამოძიებვის იმედი ადგილობრივებს არ აქვთ, რადგან ამბობენ, რომ ორივე მხარე "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებულები არიან.

სამწუხაროდ, ბოლო წლებში მმართველ გუნდთან ან გავლენიან ჩინოვნიკთან ახლობლობა, ჩვენს ქვეყანაში შემამსუბუქებელ გარემოებად იქცა.

ავტორი: გუგა მაისურაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი