ლევან კაჭარავას მკვლელობა | ახალი დეტალები და ამ დრომდე დაუსჯელი დამნაშავეები

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, რომელსაც თაროზე შემოდების პერსპექტივა აქვს. ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობიდან ერთი კვირა გავიდა, თუმცა პოლიციას თავდამსხმელები იდენტიფიცირებულებიც არ ჰყავს.

სამართალდამცავებმა არ იციან, ვინ იყვნენ ის პირები, რომლებმაც კაჭარავას 20 ტყვია ესროლეს. მოწმეთა ჩვენებებით მხოლოდ ისაა დადგენილი, რომ ბიზნესმენს 2 პირი ესროდა. ისინი ნიღბის გარეშე იყვნენ და თავდასხმისას კაჭარავას ქართულად აგინებდნენ.

მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე პოლიცია ახლა ფოტორობოტის შექმნას ცდილობს, თუმცა დიდი ალბათობით დამნაშავეები ქვეყანაში აღარ იმყოფებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი