„თბილისი პრაიდის" ოფისში შეჭრის საქმეზე 3 პირს 5 000-5000–ლარიანი ჯარიმა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

„თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრის ბრალდებით დაკავებულ 3 პირს სასამართლომ 5 000  - 5 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა - საუბარია გასული წლის 5 ივლისს მომხდარ ძალადობაზე

ბრალდებულების წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით იყო აღძრული, რაც საკუთრებაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლას გულისხმობს, რაც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას.

"5000-5000 ლარიანი ჯარიმები. დევნა და ორგანიზებული დანაშაული ვერ დაინახა სასამართლომ (პროკურატურას ქონდა წაყენებული ეს მუხლებიც). მხოლოდ ბინაში უნებართვოდ შესვლა დატოვა (მუხლი 160) ორი დამამძიმებელი გარემოებით, ჯგუფურად და ძალადობის მუქარით. 
სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებისას არ გაჟღერებულა 53 პრიმა, რაც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს გულისხმობს." წერს „თბილისი პრაიდის” წარმომადგენელი მარიამ კვარაცხელია

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი