ავარია გმირთა მოედანზე - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ავარია გმირთა მოედანზე მოხდა და მას ერთი პირი ემსხვერპლა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. 

ცნობილია, რომ ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ.

არიან თუ არა სხვა დაშავებულები, ჯერ-ჯერობით, უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი